ავტორიზაცია

გოდინი: "მესი ბარსელონაში და რონალდუ რეალში რომ არა, ატლეტიკოს უფრო მეტი ლა ლიგა და შეიძლება, ლიგაც ექნებოდა"

გოდინი: "მესი ბარსელონაში და რონალდუ რეალში რომ არა, ატლეტიკოს უფრო მეტი ლა ლიგა და შეიძლება, ლიგაც ექნებოდა"
თარიღი 25 იან 2023, 00:46
„ატლეტიკო მადრიდის“ ექს-კაპიტანმა, დიეგო გოდინმა, ლა ლიგაში კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ მესის შეჩერება უფრო რთულია, ჩვენ ერთი თაობის ხალხი ვართ. არ გამიმართლა, რადგან ევროპაში მათთან ერთდროულად მომიწია თამაში.

მათ „ატლეტიკოს“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული გამოაცალეს ჯიბიდან.

მესის „ბარსელონაში“ და რონალდუს „რეალში“ ყოფნის გარეშე, ჩვენ ერთი ლა ლიგით მეტი ნამდვილად გვექნებოდა და შეიძლება, ჩემპიონთა ლიგაც. ამ მონსტრებთან კონკურენცია მოვახერხეთ.“ - აღნიშნა „ატლეტიკოს“ ექს-მცველმა, რომელიც ამჟამად „ველეს სარსფილდში“ თამაშობს.