ავტორიზაცია

მბაპე ფიქრობს, რომ პსჟ-მ მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი უნდა შეიძინოს

მბაპე ფიქრობს, რომ პსჟ-მ მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი უნდა შეიძინოს
თარიღი 25 იან 2023, 09:57
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპეს პარიზულ კლუბში "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, ბერნარდო სილვას შეძენას სურს.

პარიზელებმა პორტუგალიელის მიმართ ინტერესი გასულ წელს გამოიჩინეს, მაგრამ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უარი თქვეს 28 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერზე.

ჟურნალისტ მარტინ ბლეკბერნის თქმით, კილიან მბაპე იმედოვნებს, რომ მისი კლუბი სილვასთვის ბრძოლას დაუბრუნდება და ზაფხულში მის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

ბენანდო სილვამ "ქალაქელების" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.