ავტორიზაცია

კლატენბურგი მუქარის გამო იძულებული გახდა ეგვიპტე დაეტოვებინა

კლატენბურგი მუქარის გამო იძულებული გახდა  ეგვიპტე დაეტოვებინა
თარიღი 25 Jan 2023, 15:12
ცნობილი ინგლისელი არბიტრი მარკ კლატენბურგი იძულებული გახდა ეგვიპტეში მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი დაეტოვებინა, ეს კი დანიშვნიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოხდა. 

Mirror-ის ცნობით, "ზამალეკის" პრეზიდენტმა კლატენბურგის პირად ცხოვრებაზე მინიშნება გააკეთა, რასაც ამ კლუბის გულშემატკივრების მხრიდან ინგლისელის მიმართ მუქარა მოჰყვა. 

ამავდროულად, Ahram Online იუწყება, რომ მარკ კლატენბურგი ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო გადადგა.