ავტორიზაცია

ახლოს ისტორიულ მიზანთან: როგორია სერია ა-ს ცხრილი პირველი წრის შემდეგ?

ახლოს ისტორიულ მიზანთან: როგორია სერია ა-ს ცხრილი პირველი წრის შემდეგ?
თარიღი 25 იან 2023, 16:23
"ნაპოლი" ყოველი ტურის შემდეგ ჩემპიონობას კიდევ უფრო უახლოვდება და პირველი წრის შემდეგ, ჰანდიკაპი სოლიდურია.

უშუალო კონკურენტმა "მილანმა" "ლაციოსთან" წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაპოლი" უახლოეს მდევრებს მთელი 12 ქულით ასწრებს.

ამას ისიც ემატება, რომ "იუვენტუსს" ფინანსური მაქინაციების გამო 15 ქულა დააკლეს და "ნაპოლიმ" ერთი კონკურენტი ჩამოიცილა.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს შემდეგ ტურში სპალეტის გუნდი 29 იანვარს "რომას" დაუპირისპირდება.