კვლავ საუკეთესოთა შორის! - კვარაცხელია პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

იტალიის სერია ა-ს პირველი წრე დასრულდა, სადაც საუკეთესო შედეგები "ნაპოლიმ" აჩვენა და 50 ქულა დააგროვა.

გასაკვირი არაა, რომ პირველი წრის სიმბოლურ გუნდში ნეაპოლელთა 5 ფეხბურთელი მოხვდა.
მათ შორისაა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ანგარიშზეც 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
