ავტორიზაცია

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?
თარიღი 25 იან 2023, 16:33
უკვე რამდენიმე თვეა საქართველო ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია და უკლუბოდაა.

ამჟამად, ოქრიაშვილი, ფორმის შენარჩუნების მიზნით, "გაგრასთან" ერთად ვარჯიშობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, ოქრიაშვილი ზაფხულამდე ამ გუნდში დარჩეს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გითხარით, "გაგრას" მალე ახალი სპონსორი ეყოლება და გუნდი ნელ-ნელა ძლიერდება.

ოქრიაშვილის მთავარი მიზანი კი მარტის სანაკრებო მატჩისთვის კარგ ფორმაში ყოფნაა და ამისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.