ავტორიზაცია

"ვარსკვლავების ომი - კვარაცხელია დიბალას წინააღმდეგ" - იტალიური პრესა მატჩის წინ

"ვარსკვლავების ომი - კვარაცხელია დიბალას წინააღმდეგ" - იტალიური პრესა მატჩის წინ
თარიღი 25 იან 2023, 17:04
იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩი ერთმანეთს "ნაპოლი" და "რომა" დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიური გამოცემა Il Mattino საინტერესო სტატიას აქვეყნებს სათაურით "ვარსკვლავების ომი."

"ვარსკვლავების ომი, კვარაცხელია დიბალას წინააღმდეგ. დიეგო მარადონას სტადიონზე საოცარ დუელს ვიხილავთ. პაუოლო დიბალა, რომელიც რომაში ახლახანს გადავიდა და უკვე გუნდის ლიდერია და ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაპოლიმ მხოლოდ 10 მილიონ ევროდ იყიდა და ერთი წამითაც არ ნანობს.

დიბალას დიდი ხანი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა მაინც კარგ ფორმაში დაბრუნდა. წინა 2 მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოტოვა და ახლა დიდი მოტივაციით ბრუნდება.

ამ მატჩში საგულისხმო ისიცაა, რომ დიბალა ზაფხულში ნაპოლიში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა საბოლოოდ ნეაპოლელებმა არ წაიყვანეს, ეს კი ორმაგ ინტრიგას იწვევს", - წერს გამოცემა.