ავტორიზაცია

"იყო თუ არა ეს საჩუქარი ნაპოლისთვის?", - სარის კომენტარი

"იყო თუ არა ეს საჩუქარი ნაპოლისთვის?", - სარის კომენტარი
თარიღი 25 იან 2023, 17:08
სერია ა-ს გასულ ტურში "ლაციო" საკუთარ მოედანზე "მილანს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ნაპოლი" 19 ტურის შემდეგ 50 ქულით ლიდერია და მეტოქეებს მთელი 12 ქულით ასწრებს.

"იყო თუ არა ეს საჩუქარი ნაპოლისთვის? ასე ვერ ვიტყვი, რადგან ის, რომ ახლა ნაპოლი ლიდერია, ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა, ბრწყინვალე ფორმაში არიან.

ჩვენ კი ჩვენი საქმე გავაკეთეთ. შედეგის მიუხედავად, მძიმე ბრძოლა იყო და კარგია, რომ გავიმარჯვეთ", - აცხადებს "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი.

შეგახსენებთ, რომ სარის 3 წლის განმავლობაში სწორედ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი იყო.