ავტორიზაცია

დინამო ბათუმმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

დინამო ბათუმმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 25 იან 2023, 17:26
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "დინამო ბათუმმა" ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ტრანსფერი გააოფიციალურა.

"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი - ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.

ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს 1 წლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ მარიბორიდან", - წერს კლუბი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "დინამო ბათუმი" თურქულ შეკრებაზეა და ახალი სეზონისთვის ემზადება.