ავტორიზაცია

ბარსელონა პაბლო გავის ძირითადი გუნდის ფეხბურთელად ჯერ კიდევ ვერ არეგისტრირებს

ბარსელონა პაბლო გავის ძირითადი გუნდის ფეხბურთელად ჯერ კიდევ ვერ არეგისტრირებს
თარიღი 25 იან 2023, 21:39
„ბარსელონას“ ახალგაზრდა ნახევარმცველის, გავის ახალი კონტრაქტის ლა ლიგაში დარეგისტრირება ჯერ კიდევ არ შეიძლება.

Marca-ს ინფორმაციით, ლა ლიგამ „ბარსას“ შეატყობინა, რომ 18 წლის ფეხბურთელის ძირითადი გუდნის წევრად დარეგისტრირება არ შეიძლება, რადგან ახალი კონტრაქტი გუნდის სახელფასო ჭერში ვერ ჯდება.

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები გავის პირველი გუნდის წევრად ვერ არეგისტრირებენ, რადგან გადაჭარბებული სახელფასო ლიმიტი აქვთ, რის გამოც ფეხბურთელს 6-ნომრიანი მაისურის აღება სურს, თუმცა 30-თ უწევს თამაში.

მემფის დეპაის „ატლეტიკოში“ გადასვლამ და პიკეს კარიერის დასრულებამ სიტუაცია ვერ გააუმჯობესა, რადგან „ბარსელონა“ ლიგის ორ წესს ჯერ კიდევ არღვევს.