ავტორიზაცია

ევრო 2024 წლის შემდეგ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპები შეიცვლება

ევრო 2024 წლის შემდეგ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპები შეიცვლება
თარიღი 25 იან 2023, 21:42
ევროპაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გუნდების შერჩევის სისტემა შეიცვლება.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა საკვალიფიკაციო ეტაპში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა.

შესარჩევ ეტაპზე შეიქმნა 12 4 ან 5-გუნდიანი ჯგუფები. გუნდები, რომლებიც თავიანთ ჯგუფში პირველ ადგილს დიკავებენ, მუნდიალის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ.

ჯგუფის მეორეადგილოსნები კი ან ასევე პირდაპირ საგზურს მოიპოვებენ, ან ერთა ლიგიდან გადმოსული გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფს ჩაატარებენ.

ცვლილებები ევრო 2024-ს შემდეგ შევა ძალაში - ანუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის.