ავტორიზაცია

ალვარესი: "ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ დავეხმარე მესის იმის მიღწევაში, რასაც ამდენი წელი ცდილობდა"

ალვარესი: "ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ დავეხმარე მესის იმის მიღწევაში, რასაც ამდენი წელი ცდილობდა"
თარიღი 25 იან 2023, 21:56
„სიტის“ ფორვარდმა, ხულიან ალვარესმა, 2022 წლის მუნდიალის ტრიუმფი გაიხსენა.

„ჩვენ ვიზრდებოდით და ვუყურებდით, როგორ თამაშობდა მესი, ის ჩვენი ბავშვობის კუმირი იყო.

მისი და ნაკრების ცქერისა და გულშემატკივრობიდან მის გვერდით თამაშამდე გადასვლა - უდიდესი ბედნიერებაა.

დაეხმარო მესის და მთელ ქვეყანას იმის მიღწევაში, რასაც ის ამდენი წლის მანძილზე ცდილობდა - უდიდესი სიხარულია და ჩემთვის ძალიან საამაყოა.“ - აღნიშნა ალვარესმა.

განვლილ მუნდიალზე ალვარესმა 4 გოლის გატანა შეძლო და მესის შემდეგ არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.