ავტორიზაცია

ზამთრის ტრანსფერების დახურვამდე ჯერ თითქმის ერთი კვირა რჩება, ინგლისურმა გუნდებმა კი რეკორდი უკვე დაამყარეს

ზამთრის ტრანსფერების დახურვამდე ჯერ თითქმის ერთი კვირა რჩება, ინგლისურმა გუნდებმა კი რეკორდი უკვე დაამყარეს
თარიღი 25 იან 2023, 22:11
ინგლისურმა კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის რეკორდი უკვე დაამხეს.

აუდიტორული კომპანია Deloitte-ს დათვლის შედეგად, ზამთარში პრემიერ ლიგის გუნდებმა გაძლიერებაში 440 მილიონი ფუნტი დახარჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრის დახურვამდე ჯერ თითქმის ერთი კვირა რჩება.

ძველი რეკორდი 2018 წელს ეკუთვნოდა, როცა იანვარში ინგლისურმა გუნდებმა 430 მილიონი ფუნტი დახარჯეს.

ხარჯების ლომის წვლილი ლონდონის „ჩელსიზე“ მოდის, რომელმაც 180 მილიონი ფუნტი გაისროლა.

ამ თვეში „პენსიონერებმა“ მიხაილო მუდრიკი, ბენუა ბადიაშილი, ნონი მადუეკე, ანდრეი სანტოსი, დავიდ ფოფანა და ჟოაო ფელიქსი (იჯარა) დაიმატეს.