ავტორიზაცია

კლოპი: "ვერავინ ვერ ხვდება, როგორ აკეთებს ჩელსი ამას"

კლოპი: "ვერავინ ვერ ხვდება, როგორ აკეთებს ჩელსი ამას"
თარიღი 25 იან 2023, 22:43
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ჩელსის“ სატრანსფერო ხარჯებით გაკვირვება გამოთქვა.

„გარდამავალი პერიოდი შეიძლება სხვადასხვანაირად მიმდინარეობდეს, ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, ახლა რაც ხდება.

„ჩელსის“ ახალი მფლობელი ჰყავს და ვერავინ ვერ ხვდება, როგორ ახერხებენ ისინი ამას, როგორ ხარჯავენ ამდენ ფულს.

რაც შეეხება სხვა გუნდებს... ხალხს არ უყვარს, როცა ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ თუ უსაზღვრო რაოდენობის ფული არ გაქვთ, გარდამავალ პერიოდს რაღაც დრო მიაქვს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ყველაფერი ერთ დღეში შეცვალო, თუ 10 ფეხბურთელს დაიმატებ.“ - აღნიშნა კლოპმა.