ავტორიზაცია

დააბრუნებს თუ არა ესპანეთის ახალი მწვრთნელი ნაკრებში სერხიო რამოსს?

დააბრუნებს თუ არა ესპანეთის ახალი მწვრთნელი ნაკრებში სერხიო რამოსს?
თარიღი 25 იან 2023, 22:46
სერხიო რამოსი შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს.

AS-ის ინფორმაციით, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე „პსჟ-ს“ მცველს პოტენციურ კაპიტნებთან შეხვედრაზე დაელაპარაკება, რომელსაც სპეციალისტი ნაკრების ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებთან გამართავს.

რამოსი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი (180) მატჩი აქვს ჩატარებული, შესაძლოა მარტის შესარჩევი ეტაპის თამაშებში კაპიტნადაც წარსდგეს, როდესაც ესპანეთი ნორვეგიას და შოტლანდიას დაუპირისპირდება. ეს მის უახლოეს კვირებში ნაჩვენებ თამაშზეც იქნება დამოკიდებული.

თუ სერხიო უახლოესი მატჩების განაცხადში ვერ მოხვდება, სამკლაურს ჟორდი ალბა (91 მატჩი ნაკრებში), კოკე (70), ალვარო მორატა (61) და სეზარ ასპილიკუეტა (44) გაინაწილებენ.

რამოსმა უკანასკნელი მატჩი ნაკრებში თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის მარტში, კოსოვოს წინააღმდეგ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გამართა. 36 წლის მცველმა მას შემდეგ კატარის მსოფლიო გამოტოვა.