ავტორიზაცია

ვუდ ვეგჰორსტი გახდა მე-10 ნიდერლანდელი ვინც მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში გაიტანა

ვუდ ვეგჰორსტი გახდა მე-10 ნიდერლანდელი ვინც მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში გაიტანა
თარიღი 26 იან 2023, 10:03
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელმა ვუდ ვეგჰორსტმა მანჩესტერ "იუნაიტედში" სადებიუტო გოლი გაიტანა.

30 წლის ფეხბურთელმა, რომლის სატრანსფერო უფლებებიც "ბარნლის" ეკუთვნის, ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის 45-ე წუთზე "ნოტინჰემ ფორესტს" გაუტანა.

როგორც ჟურნალისტმა სტივ ბარტრამმა აღნიშნა, ვეგჰორსტი გახდა მეათე ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელმაც მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში გოლი გაიტანა.

უუდ ვეგჰორსტი მანჩესტერ  "იუნაიტედში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა. მან სეზონის პირველი ნახევარი იჯარით თურქულ "ბეშიქთაშში" გაატარა.