ავტორიზაცია

რა შემთხვევაში დაიმატებს რომა ჰაკიმ ზიეჩს?

რა შემთხვევაში დაიმატებს რომა ჰაკიმ ზიეჩს?
თარიღი 26 იან 2023, 10:08
"ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი "რომაში" გადასასვლელად მზადაა.

ინფორმაცია მაროკოელის "რომში" შესაძლო გადასვლის შესახებ გასულ კვირას გაჩნდა, მაგრამ "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ცოტა მოგვიანებით განაცხადა, რომ იანვარში არ ელოდა რაიმე ტრანსფერს. 

თუმცა, Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "რომას" ხელმძღვანელობა კვლავ აპირებს ნიკოლო ზანიოლოს შემცვლელის გაფორმებას - ეს შემცვლელი ზიეჩი იქნება. 

29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია. გარიგება უახლოეს მომავალში მოხდება, თუ ნიკოლო ძანიოლო, რომელიც "მილანის" სამიზნეა, დატოვებს რომაულ კლუბს.

მიმდინარე სეზონში ჰაკიმ ზიეჩმა "ჩელსის" მაისურით ათი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.