ავტორიზაცია

VIDEO: უსმან დემბელეს შოუ და დამარცხებული სოსიედადი - ბარსელონა კოპა დელ რეის ნახევარფინალშია

თარიღი 26 იან 2023, 10:20
ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ შინ „სოსიედადი“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მე-40 წუთზე ბასკური გუნდი 10 კაცით დარჩა, როცა უხეშობის გამო მოედნიდან ბრაის მენდეში გააძევეს, რამაც „ბარსელონას“ საქმე შედარებით გაუმარტივა.

ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა და ხავის გუნდს ნახევარფინალის საგზურიც გაუნაღდა.

შემდეგი ეტაპის მეტოქეს „ბარსელონა“ კენჭისყრის შემდეგ შეიტყობს, რომელიც ყველა მეოთხედფინალის დასრულების შემდეგ გაიმართება. ნახევარფინალურ სტადიაზე 2-მატჩიანი დუელი იქნება.