ავტორიზაცია

"ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ, შენ კი თავის მოკვლა გინდა", - აგუერომ იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

"ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ, შენ კი თავის მოკვლა გინდა", - აგუერომ იბრაჰიმოვიჩს უპასუხა
თარიღი 27 იან 2023, 00:24
სერხიო აგუერომ ზლატნა იბრაჰიმოვიჩს არგენტინის ნაკრებზე ნათქვამ სიტყვებზე უპასუხა.

მსოფლიოს შედეგებზე საუბრის დროს, შვედმა ფორვარდმა დასძინა: „მესი ყველას სულ ემახსოვრებათ, მისმა წარმატებამ გამახარა, სხვები კი ძალიან ცუდად იქცეოდნენ და მათი პატივისცემა შეუძლებელია. ისინი სხვა ვერაფერს ვეღარ მოიგებენ.

„მე მგონია, რომ მართალი არ ხარ. საბოლოოდ, ეს შენი აზრია. კანელოს მსგავსად (მექსიკელი მოკრივე - ავტ) შენც შენი აზრი გამოთქვი.

ძალიან უხეში ნათქვამია, რომ ჩვენ ვეღარაფერს მოვიგებთ. მგონი, არგენტინაზე ნერვიულობის ნაცვლად, შენ შენს ქვეყანაზე, შენს ფეხბურთელებზე უნდა იდარდო, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე არც კი იყვნენ.

მესიმ მოიგო და შეიძლება ეს გაბრაზებს, შეიძლება გიჭირს აღიარება, რომ მესი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და რომ მან წარმატებას არგენტინაშიც მიაღწია, მაგრამ ეს ფეხბურთია.

მე ვგრძნობ, რომ ქვა ჩემსკენ გაისროლე, იმიტომ რომ მეც იქ ვიყავი და ამ გამარჯვების ერთ-ერთ ნაწილად თავს მეც ვთვლი. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ, ზლატან, შენ კი თავის მოკვლა გინდა. ფეხბურთელები, ვინც ცუდად იქცეოდა, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ჰეჰ.“, - აღნიშნა არგენტინელმა ექს-ფორვარდმა „ტვიტჩზე“ პირდაპირი ეთერის დროს.