ავტორიზაცია

როგორი სტატისტიკით დაასრულა რონალდუმ საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი?

როგორი სტატისტიკით დაასრულა რონალდუმ საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი?
თარიღი 27 იან 2023, 01:02
კრიშტიანუ რონალდუმ „ალ ნასრის“ მაისურით მეორე ოფიციალური მატჩი გამართა და მოედანი კვლავ უგოლოდ დატოვა.

საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ალ ნასრის“ მეტოქე „ალ იტიჰადი“ იყო, რომელმაც კრიშტიანუს გუნდი 3:1 დაამარცხა.

რონალდუმ მოედანი უგოლოდ დატოვა. ამ შეხვედრაში მან კარისკენ ორჯერ დაარტყა (ერთხელ ზუსტად), ორი დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა (1 წარმატებული), ბურთს 44-ჯერ შეეხო, 28-დან 22 ზუსტი პასი გააკეთა, ერთი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო 5-დან და 12-ჯერ ბურთი დაკარგა.

რონალდუს პირველ ოფიციალურად შეხვედრაში „ალ ნასრმა“ 1:0 ტალისკას გოლით „ალ იტიფაკი“ დაამარცხა, კრიშტიანუმ იქაც უგოლო 90 წუთი ჩაატარა.