ფეჰერვარის სპორტული დირექტორი: "ზივზივაძემ დანაშაული ჩაიდინა, მას გუნდში არ ველოდებით"
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უნგრულ "ფეჰერვარში“ აღარ ითამაშებს.
უნგრული კლუბის სპორტული დირექტორის როლანდ იუჰაშმის თქმით, ქართველ ფორვარდს გუნდში არ ელოდებიან.
"ზივზივაძემ დანაშაული ჩაიდინა, რაც მიუღებელია. მან კლუბი უნდა დატოვოს და ეს ალბათ უახლოეს დღეებში მოხდება. მას გუნდში არ ველოდებით. “, - თქვა იუჰაშმა.
28 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "ფეჰერვარის“ მაისურით უნგრეთის ჩემპიონატში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ზივზივაძე პირველი გუნდიდან მოკვეთეს, რადგან თავისი ყოფილი გუნდის, "უიპეშტის“ ფანებს მიესალმა და ერთ-ერთ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა.