ავტორიზაცია

დანი ალვეში ციხეში დიდი პოპულარობით სარგებლობს

დანი ალვეში ციხეში დიდი პოპულარობით სარგებლობს
თარიღი 27 იან 2023, 15:05
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვეში ციხეში დიდი პატიმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბრაზილიელმა პატიმრების პერიოდშჯ უამრავი ავტოგრაფის გასცა და ციხის ცხოვრებასთან მისი ადაპტაცია ჯერჯერობით საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ალვეში ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 

თავად ბრაზილიელი ბრალს უარყოფს, თუმცა გამოძიების დროს მან  ჩვენება სამჯერ შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებიდან მეორე დღეს დანი ალვეში უკლუბოდ დარჩა, რადგან მექსიკელმა "პუმასმა" 39 წლის ბრაზილიელთან კონტრაქტი გაწყვიტა.