აიაქსმა შროდერი გაათავისუფლა
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-18 ტურში "აიაქსმა" ერთ-ერთ აუტსიადერ "ვოლენდამს" ვერ მოუგო (1:1), რის შემდეგაც ამსტერდამელთა ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალფრედ შროდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. ბოლო მატჩებში "აიაქსმა" ნიდერლანების ჩემპიონატში ზედიზედ ოთხჯერ ფრედ ითამაშა, რის გამოც სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დაქვეითდა. ლიდერ "ფეინოორდთან" ჩამორჩენა კი 7 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ შრედერი "აიაქსს" სათავეში ზაფხულში ჩაუდგა და მანჩესტერ "იუნაიტედში" წასული ერიკ ტენ ჰეგი შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ შრედერი "აიაქსს" სათავეში ზაფხულში ჩაუდგა და მანჩესტერ "იუნაიტედში" წასული ერიკ ტენ ჰეგი შეცვალა.
ამსტერდამურ კლუბში მუშაობის დაწყებამდე ალფრედი "ბრიუგეს" და "ჰოფენჰაიმს" ხელმძღვანელობდა, ასევე მუშაობდა რონალდ კუმანის ასისტენტად კატალონიურ "ბარსელონაში".