ავტორიზაცია

სამი მიზეზი, რის გამოც ბაიერნი ჰარი კეინის ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებს

სამი მიზეზი, რის გამოც ბაიერნი ჰარი კეინის ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებს
თარიღი 27 იან 2023, 22:16
„ბაიერნი“ ჰარი კეინის ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებს.

Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებმა რამდენიმე დადებითი სიგნალი მიიღეს ინგლისის ნაკრების ფორვარდის დამატების თაობაზე.

პირველ რიგში, კეინს გუნდთან ჯერ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, რომელიც 2024 წლის ზაფხულში იწურება და ეს ზაფხული „ტოტენჰემისთვის“ მისი სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსი იქნება. თავად ფეხბურთელი, ინგლისში რეკორდების დამყარების სურვილის მიუხედავად, ახალ გამოწვევასაც სიამოვნებით მიიღებდა.

მეორე რიგში, „ბაიერნმა“ შეიტყო, რომ „დეზებს“ კეინის პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გაყიდვა არ სურთ და თუ ჰარი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, სხვა ლიგებიდან მას არც ისე ბევრი ვარიანტი ექნება და „ბავარია“ - ერთ-ერთი მთავარია.

მესამე - კეინისთვის „ბაიერნში“ ტიტულების მოგება გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე „ტოტენჰემში“.