ავტორიზაცია

დალია და ატირებული მსხვერპლი დააიგნორა - როგორ იქცეოდა დანი ალვეში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ?

დალია და ატირებული მსხვერპლი დააიგნორა - როგორ იქცეოდა დანი ალვეში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ?
თარიღი 27 იან 2023, 22:19
ცნობილი გახდა, როგორ იქცეოდა დანი ალვეში ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

23 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მასზე საპირფარეშოში სექსუალურად იძალადა.

El Periodico-ს ინფორმაციით, სავარაუდო გაუპატიურების შემდეგ, ალვეშმა ბარში ალკოჰოლი შეუკვეთა, დალია, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა.

La Vanguardia კი ამბობს, რომ ღამის კლუბის დატოვებისას, ალვეში ატირებულ გოგონას, პოტენციურ მსხვერპლს გადაეკვეთა, თუმცა ის დააიგნორა და თავისი გზა გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ალვეშს წინაწარი პატიმრობა გირაოს შემოტანის უფლების გარეშე შეუფარდა, რის გამოც ფეხბურთელი ამჟამად ციხეში იმყოფება, მას 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.