ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომელიც ხავის გეგმებში არ შედის და ბარსელონას აუცილებლად დატოვებს

ფეხბურთელი, რომელიც ხავის გეგმებში არ შედის და ბარსელონას აუცილებლად დატოვებს
თარიღი 27 იან 2023, 22:25
ექტორ ბელერინმა შესაძლოა „ბარსელონა“ დატოვოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელი მარჯვენა მცველი ხავის გეგმებში არ შედის.

ბელერინთან კონტრაქტის გახანგრძლივებას კლუბი არ აპირებს, თავად ფეხბურთელი კი სხვა ლიგებში შესაძლო ვარიანტების ძიებას უკვე შეუდგა.

მოქმედი ხელშეკრულება ესპანელ ფეხბურთელს „ბარსასთან“ 2023 წლის ივნისში იწურება. ის გუნდში გასულ ზაფხულს გადავიდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იწერება, რომ თავდაპირველი მიზანი ბელერინისთვის თავის ყოფილ გუნდში, „ბეტისში“ დაბრუნებაა, მაგრამ თუ არ გამოვიდა, მაშინ ის მზად არის პრემიერ ლიგის და სერია ა-ს ვარიანტებიც განიხილოს.