ავტორიზაცია

"ამ გუნდს თუ ვერ მოვუგეთ, კატასტროფა იქნება", - ხავი უახლოესი მატჩის წინ

"ამ გუნდს თუ ვერ მოვუგეთ, კატასტროფა იქნება", - ხავი უახლოესი მატჩის წინ
თარიღი 27 იან 2023, 22:30
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ლა ლიგის უახლოესი ტურის მატჩზე ისაუბრა.

კატალონიური გრანდის მომდევნო მეტოქე „ჟირონა“ იქნება.

„ჩვენ ვიგებთ. წინა სეზონთან შედარებით კარგ სიტუაციაში ვართ - ლა ლიგაში ვლიდერობთ, თასის ნახევარფინალში გავედით და სუპერთასი მოვიგეთ, საუცხოო პერიოდია.

„ჟირონას“ უნდა მოვუგოთ. ეს „ბარსელონაა“. ხვალ თუ ვერ მოვიგეთ, კატასტროფა იქნება. ასე რომ მოდით, ხვალინდელ დღემდე, დღევანდელი მდგომარეობით დავტკბეთ.“ - აღნიშნა ხავიმ მოახლოვებული მატჩის წინ.