ავტორიზაცია

დორტმუნდი იმედს არ კარგავს და მზადაა, ბელინგემს შესანარჩუნებლად ზღაპრული ხელფასი შესთავაზოს

დორტმუნდი იმედს არ კარგავს და მზადაა, ბელინგემს შესანარჩუნებლად ზღაპრული ხელფასი შესთავაზოს
თარიღი 27 იან 2023, 22:47
დორტმუნდის „ბორუსიას“ ჯერ არ დაუკარგავს იმედი, რომ ჯუდ ბელინგემი გუნდში მომდევნო სეზონსაც გაატარებს.

ამის შესახებ Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს.

„დორტმუნდს ჯერ კიდევ აქვს მცირე იმედი, რომ ჯუდ ბელინგემი დარჩება. კლუბი მზადაა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს და ხელფასის სახით წლიურად 15 მლნ ევრო დაუნიშნოს, რითიც ის გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მისი ოჯახი მომავალზე ფიქროს და ხვდება, რომ მომავალი ნაბიჯი უკვე ამ ზაფხულს უნდა გადაიდგას, რადგან განსაკუთრებულ პროგრესს ჯუდი ბუნდესლიგაში ვერ მიაღწევს. მისი დედა, დენიზი, მასთან ერთად დორტმუნდში ცხოვრობს და ყველაფერს აკონტროლებს. არამგონია, მას შვილის მომავალი გერმანიაში წარმოედგინოს.

„ბორუსიასთვის“ ოფიციალური შეთავაზებით ჯერ არავის მიუმართავს. „რეალი“ ბელინგემის კარზე მუდმივად აკაკუნებს და ევროპაში ყველამ იცის, რომ მარტი - საკუთარი სურვილების გამოხატვის იდეალური დროა. „რეალი“ მზად არის, მაგრამ „დორტმუნდიც“ არ აპირებს ფარხმალის დაყრას და ფანებისთვის კიდევ ერთ, დიდ მცდელობას იქონიებს ფეხბურთელის შესანარჩუნებლად.

ბელინგემის პოტენციური ახალი კონტრაქტი გუნდიდან მარკო როისის წასვლას გამოიწვევს, ან მისი ხელფასის დაკლებას.“ - წერს ფალკი.

როგორც ცნობილია, ბელინგემისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტებად მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ მოიაზრებიან.