ავტორიზაცია

ობლაკი: "რეალთან მატჩებში უკვე მივეჩვიეთ იმას, რაც მსაჯმა გააკეთა"

ობლაკი: "რეალთან მატჩებში უკვე მივეჩვიეთ იმას, რაც მსაჯმა გააკეთა"
თარიღი 27 იან 2023, 22:51
იან ობლაკი მიიჩნევს, რომ განვლილ მადრიდულ დერბიში მსაჯმა „რეალის“ სასიკეთოდ მიიღო გადაწყვეტილებები.

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში „ატლეტიკო“ „რეალთან“ დამატებით დროში 1:3 დამარცხდა, გუნდი მატჩს 10 კაცით ამთავრებდა, რადგან ექსტრა-ტაიმში მოედნიდან მეორე ყვითლის გამო სტეფან სავიჩი გააძევეს.

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელების აზრით, მატჩის 70-ე წუთზე მეორე ყვითელს და მოედნიდან გაძევებას დანი სებალიოსი იმსახურებდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან თამაშის წესი დაარღვია, თუმცა ჯარიმიდან ანტუან გრიზმანმა ტიბო კურტუას ვერ აჯობა.

„მიმაჩნია, რომ სებალიოსის შემთხვევაში, წითელი იყო. „რეალსაც“ უნდა ჰქონოდა გაძევება. როცა 1:0 მოგვყავდა, ისინი 10 კაცით უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა მსაჯმა სხვანაირად გადაწყვიტა. ამას უკვე მიჩვეულები ვართ.

მარცხი რთული მისაღებია, მაგრამ „ატლეტიკომ“ ბოლომდე იბრძოლა. გოლის გასანატად ყველაფერი გავაკეთეთ.“ - აღნიშნა ობლაკმა.