ავტორიზაცია

აიაქსმა მთავარ მწვრთნელს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი სერიის გამეორება არ აპატია

აიაქსმა მთავარ მწვრთნელს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი სერიის გამეორება არ აპატია
თარიღი 27 იან 2023, 23:15
„აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელის, ალფრედ შროიდერის გაშვებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ეს ერედივიზიის მე-18 ტურში „ვოლენდამთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც ზედიზედ მეექვსე იყო ჩემპიონატში.

ამსტერდამელებს ერედივიზიაში ზედიზედ 7 მატჩია არ მოუგიათ, რაც 1965 წლის შემდეგ პირველად მოხდა და ეს გუნდის ცუდი სერიის გამეორებაა.

შროიდერმა „აიაქსი“ ერიკ ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.