ავტორიზაცია

კაისედო ბრაიტონს ემშვიდობება: "იმედი მაქვს, მათ ესმით, რატომ მსურს ვისარგებლო ამ შესანიშნავი შესაძლებლობით"

კაისედო ბრაიტონს ემშვიდობება: "იმედი მაქვს, მათ ესმით, რატომ მსურს ვისარგებლო ამ შესანიშნავი შესაძლებლობით"
თარიღი 28 იან 2023, 09:52
ეკვადორელმა ფეხბურთელმა მოისეს კაისდომ განაცხადა, რომ "ბრაიტონს" დატოვებს.

"მადლობელი ვარ ბრაიტონის პრემიერ ლიგაში მოხვედრისთვის და ვფიქრობ, ამ გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. ფეხბურთს ყოველთვის გულით და ღიმილით ვთამაშობ.

მე ვარ 10 შვილიდან უმცროსი და გავიზარდე ღარიბ ოჯახში სანტა დომინგოში, ეკვადორში. ყოველთვის ვოცნებობდი გავმხდარიყავი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ეკვადორის ისტორიაში.

ვამაყობ, რომ შევძელი ბრაიტონისთვის რეკორდული სატრანსფერო თანხის გაზრდა, რაც კლუბს საშუალებას მისცემს ინვესტიცია განახორციელოს ახალ მოთამაშეებში და დავეხმარო მათ გააგრძელონ წარმატება.

გულშემატკივრებმა მთელი გულით მიმიღეს და სამუდამოდ დარჩებიან ჩემს გულში. იმედი მაქვს, მათ ესმით, რატომ მსურს ვისარგებლო ამ შესანიშნავი შესაძლებლობით. “, - წერს კაისედო სოციალურ ქსელში.