ავტორიზაცია

სპალეტიმ გადაწყვეტილება მიიღო: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია რომასთან?

სპალეტიმ გადაწყვეტილება მიიღო: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია რომასთან?
თარიღი 28 იან 2023, 14:05
ხვალ გაიმართება იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "რომას" შორის.

მოგეხსენებათ, ნეაპოლელთა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ წინა ორი მატჩი გაციების გამო გამოტოვა.

უკვე რამდენიმე დღეა კვარაცხელიამ ვარჯიშები განაახლა, გუშინ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა და სრულ მზადყოფნაშია.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ხვიჩას არა თუ განაცხადში შეიყვანს, არამედ ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.