ავტორიზაცია

VIDEO: ურთულესი გამარჯვება და მნიშვნელოვანი 3 ქულა! ბარსელონამ კატალონიური დერბი მოიგო

თარიღი 28 იან 2023, 21:24
ლა ლიგის მე-19 ტურში „ბარსელონამ“ ურთულეს შეხვედრაში „ჟირონა“ დაამარცხა.

მატჩი „ესტადიო მუნიციპალ დე მონტილივიზე“ გაიმართა და „ბარსას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ხავის გუნდს ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო რობერტ ლევანდოვსკი ვერ ეხმარებოდა, გარდა ამისა 26-ე წუთზე უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და მოედანზე ადგილი პედრის დაუთმო.

შეხვედრის 61-ე წუთზე სწორედ პედრიმ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა ჟორდი ალბას პასით და „ბარსას“ რთულ მატჩში 3 ქულა მოუტანა.

„ბარსელონამ“ 47 ქულა დააგროვა და ცხრილში „რეალს“ კვლავ 6 ქულით გადაუსწრო, მადრიდული გუნდი თავის მატჩს „სოსიედადის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ხვალ, 29 იანვარს გამართავს.