ავტორიზაცია

"ახლა გამორიცხულია", - პსჟ-ს ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ჩაეშალა

"ახლა გამორიცხულია", - პსჟ-ს ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ჩაეშალა
თარიღი 28 იან 2023, 22:49
„ზენიტის“ შემტევის, მალკომის აგენტმა, „პსჟ-ში“ ამ ზამთარს გადასვლა გამორიცხა.

გავრცელებული ინფორმაციით, „პსჟ“ ფეხბურთელის იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით დამატების ვარიანტს განიხილავდა. თუმცა, აგენტმა ყველანაირ ჭორს წერტილი დაუსვა.

„პსჟ-ში ტრანსფერი ახლა გამორიცხულია. მალკომი „ზენიტში“ რჩება.“ - აღნიშნა ლუის ფერნანდო გარსიამ.

ამ სეზონში მალკომმა 17 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.