ავტორიზაცია

სპალეტი: "რა შანსი გვაქვს ჩემპიონობის? მათემატიკური თვლების დრო არ არის"

სპალეტი: "რა შანსი გვაქვს ჩემპიონობის? მათემატიკური თვლების დრო არ არის"
თარიღი 28 იან 2023, 22:49
ხვალ გაიმართება ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "რომას" შორის.

მატჩის წინ კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გააკეთა.

"რომა სტანდარტულებიდან ბრწყინვალედ თამაშობს, ეს ძალიან კარგად ვიცით და ბევრს ვმუშაობთ.

ჩვენი მთავარი მიზანია, ისევ იმ დინებას მივყვეთ, როგორც მივდივართ და ისევ ისეთი შემართებით ვითამაშოთ.

სკუდეტოს მოგების შანსები? - მათემატიკური გამოთვლების დრო არ არის. უკეთესი იქნება, ყოველ თამაშზე ვიფიქროთ და მოვემზადოთ", - განაცხადა სპალეტიმ.