ავტორიზაცია

VIDEO: ბაიერნმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა - მეორეადგილოსანთან სხვაობა შემცირდა

თარიღი 28 იან 2023, 23:38
ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ბაიერნმა“ ზედიზედ მესამედ ვერ მოახერხა მეტოქის დამარცხება.

„ალიანც არენაზე“ გერმანიის ჩემპიონი „აინტრახტს“ დაუპირისპირდა და ფრე 1:1 ითამაშა.

34-ე წუთზე ანგარიში ლეროი სანემ გახსნა და „ბაიერნს“ ტაიმი მოაგებინა. თუმცა, 69-ზე კოლო მუანიმ სონასწორობა აღადგინა და ნაგელსმანის გუნდს ქულები ზედიზედ მესამედ დააკარგვინა.

ამ ფრით „ბაიერნმა“ 37 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი „უნიონ ბერლინი“ უკვე ერთი ქულის მანძილზე მოუშვა, „აინტრახტი“ კი 32 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვის.