ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ჩვენი სათამაშო სტილის კრიტიკა? იგივეს შარშანაც ამბობდნენ, როცა ლიგა მოვიგეთ"

ანჩელოტი: "ჩვენი სათამაშო სტილის კრიტიკა? იგივეს შარშანაც ამბობდნენ, როცა ლიგა მოვიგეთ"
თარიღი 28 იან 2023, 23:47
კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ ამჟამინდელი სათამაშო სტილის კრიტიკას უპასუხა.

„იგივეს ამბობდნენ შარშანაც, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. მაგრამ ჩვენ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ - ზოგჯერ უკეთესს, ზოგჯერ ცოტა უარესს.

კონკრეტული სათამაშო ფილოსოფია არ გაგვაჩნია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არც გვჭირდება. ჩემ გუნდს ბევრი რაღაცის კეთება შეუძლია. ხალხს ფილოსოფიის არქონა თამაშის არქონაში ეშლება.

„სოსიედადთან“ მატჩი რთული იქნება. კარგად უნდა ვითამაშოთ შეტევაშიც და დაცვაშიც. ჩვენი მიზანია - ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე ეს „ატლეტიკოსთან“ პირველ ტაიმში გავაკეთეთ.“ - აღნიშნა მადრიდელთა იტალიელმა თავკაცმა.