გადაწყდა: სამგურალი გუნდის ლიდერმა დატოვა და კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს
წყალტუბოს "სამგურალი" მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გადის და ამხანაგურ მატჩებს მართავს. გუნდში ცვლილებებიცაა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, "სამგურალი" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი რუხაძემ დატოვა, რომელიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა.
ჩვენივე ცნობით, გადაწყვეტილია, რომ რუხაძე კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში - "აგმკ"-ში გააგრძელებს.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში "აგმკ" მე-4 პოზიციაზე გავიდა და ახალ სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
26 წლის რუხაძემ "სამგურალის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი