ავტორიზაცია

20 მატჩის შემდეგ იუვენტუსი გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ოთხეულთან

20 მატჩის შემდეგ იუვენტუსი გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ოთხეულთან
თარიღი 29 იან 2023, 21:41
20 ტურის შედეგად „იუვენტუსი“ სერია ა-ს მე-13 ადგილზე ჩამოვარდა.

დღეს მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „მონცასთან“ შინ 0:2 დამარცხდა.

ტურინულ გუნდს 23 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 11 ქულით ასწრებს, მე-18 ადგილოსან „ვერონას“ 12 ქულა აქვს და ერთი მატჩით ნაკლები ჩატარებული.

ტოპ-ოთხეულს „ბიანკონერი“ 15 ქულით არის ჩამოშორებული, „მილანს“ და „ატალანტას“ 38 ქულა აქვთ, მაგრამ სხვაობა შესაძლოა გაიზარდოს - „ლაციოს“ და „რომას“ 37 ქულა აქვთ და თავიანთ მატჩებს დღეს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური მაქინაციების გამო „იუვენტუსს" იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 15 ქულა ჩამოაკლო.