ავტორიზაცია

დი მარია: "ემილიანო ზღვარს სცდება? ჩვენ მის ქცევაზე გვეცინება, ის ასეთი ადამიანია და ყველაფერს ასე მიაღწია"

დი მარია: "ემილიანო ზღვარს სცდება? ჩვენ მის ქცევაზე გვეცინება, ის ასეთი ადამიანია და ყველაფერს ასე მიაღწია"
თარიღი 29 იან 2023, 22:22
ანხელ დი მარიამ 2022 წლის მუნდიალის ფინალში მეკარე ემილიანო მარტინესის ქცევაზე ისაუბრა.

მოდი დიბუზე ვისაუბროთ. ის გამორჩეული პიროვნებაა. იმდენად, რომ ზოგი მას პროვოკატორად მიიჩნევს.

„ეს ძალიან მომწონს. არ ვიცი, სცდება თუ არა ის საზღვარს, მაგრამ ასეთია. ზოგს სხვების კრიტიკა უყვარს. დიბუ ასეთია - ის, რაც მან ოქროს ხელთათმანს უქნა, ჩვენთვის სასაცილო იყო. ის თავის თავს არ ღალატობს და აკეთებს იმას, რაც მოსწონს იმ კონკრეტულ მომენტში. პენალტების სერიაში, ცეკვებში, წვეულებებზე - ყველაფერში.

ზოგჯერ, მისი ქცევა ზღვარზეა...

კი, კი, ალბათ. ხალხი, განსაკუთრებით ევროპელები, მას ძალიან აკრიტიკებდნენ. მაგრამ ის ასეთია - ყველაფერს, რაც შეძლო, მან ასე მიაღწია. 2018 წელს ის ტრიბუნაზე იჯდა, 2022-ში კი მსოფლიო ჩემპიონატი მისი დამსახურებით მოვიგეთ. სათქმელი აღარაფერი მაქვს.“ , - აღნიშნა დი მარიამ.