VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - ნაპოლიმ რომაც დაამარცხა!
იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი სტადიო დიეგო მარადონაზე, "ნაპოლისა" და "რომას" შორის შედგა.

ანგარიში ნეაპოლელებმა გახსნეს. კვარაცხელიას პასით თავი ოსიმენმა გამოიჩინა, თუმცა მეორე ტაიმში ელ შაარავიმ გაათანაბრა.
მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა ჯოვანი სიმეონემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" 53 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს მთელი 13 ქულით გაასწრო.
