როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ რომასთან მატჩში?

იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ნაპოლი" შინ "რომას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
ტრადიციულად, კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი შექმნა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
სპალეტიმ კვარა 68-ე წუთზე შეცვალა, საბოლოოდ კი ქართველმა 6.8 შეფასება მიიღო.
