კარგი თამაში, ცუდი შედეგი - რეალმა სოსიედადის მეკარეს ვერ აჯობა, ბარსელონა წინ 5 ქულით გაიქცა

ლა ლიგის მე-19 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „სოსიედადის“ დამარცხება ვერ მოახერხა.
შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩში მასპინძლები უდიდესი უპირატესობით სარგებლობდნენ, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ბასკების მეკარე ალექს რომერო დღეს გაუვალი აღმოჩნდა და „სოსიედადს“ შინ 1 ქულით დაბრუნების საშუალება მისცა.
მეტოქის კარს „რეალი“ 20-ჯერ დაემუქრა, აქედან 7 დარტყმა ზუსტი იყო, თუმცა ყველა ჯერზე რემირომ მეტოქეს, განსაკუთრებით ხშირად კი ვინისიუსს აჯობა და „სამეფო კლუბი“ 2 ქულის გარეშე დატოვა.
ამ შედეგით ყველაზე მეტად „ბარსელონამ“ იხეირა, რომელიც 47 ქულით სატურნირო ცხრილს უკვე „რეალთან“ 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.