რუბინის ყოფილი სპორტული დირექტორი: "2021 წლის ზაფხულში პრემიერ ლიგის ერთი გუნდიდან ხვიჩას მიმართ სერიოზული ინტერესი იყო"
ყაზანის "რუბინის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანური კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.
- ყველაზე ცნობილი ტრანსფერის განხორციელებამდრ თქვენ თქვით, რომ ხვიჩა 20 მილიონი ევრო ღირდა. შედეგად მან კონტრაქტი გაწყვიტა და უფასოდ წავიდა. ხომ არ ნანობთ, რომ ადრე არ დაწიეთ სატრანსფერო ფასი, რათა ქართველი გარემარბი გაგეყიდათ?
- ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფიფა ერთ ქვეყანაში სატრანსფერო სისტემას მთლიანად გაანადგურებდა. ფეხბურთელების დაკარგვის რისკს ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ ველოდით.
ფიფამ, ფაქტობრივად, გაძარცვა რუსული კლუბები. 2021 წლის ზაფხულში ხვიჩას მიმართ სერიოზული ინტერესი იყო ერთი ინგლისური კლუბის მხრიდან. კონკრეტულ წინადადებაზე არ მოსულა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს კლუბი ერთ წელიწადში დაბრუნდებოდა. ",- თქვა იაროვინსკიმ.