ესპანეთის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ

დღეს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა. როგორც წილისყრის შედეგად გაირკვა კოპა დელ რეის ნახევარფინალურ ეტაპზე "ელ კლასიკო" გაიმართება.
წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება:
ოსასუნა - ბილბაოს ატლეტიკი;
მადრიდის რეალი - ბარსელონა
ოსასუნა - ბილბაოს ატლეტიკი;
მადრიდის რეალი - ბარსელონა
მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნული თასის 1/2 ფინალის ეტაპზე გუნდები ორ მატჩს ატარებენ. წინა ეტაპებზე ყველაფერი ერთ დუელში გადაწყდა.
პირველი მატჩები მარტის დასაწყისში გაიმართება, საპასუხო კი აპრილის დასაწყისში. ფინალური მატჩი მაისში სევილიაში გაიმართება.