ავტორიზაცია

ალ-ჰილალი ისტორიულ შეთავაზებას ამზადებს: მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება?

ალ-ჰილალი ისტორიულ შეთავაზებას ამზადებს: მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება?
თარიღი 30 იან 2023, 21:37
კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრში" გადასვლა საუდის არაბეთის ფეხბურთში მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

ადგილობრივ კლუბებს სერიოზული ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და ისინი ვარსკვლავური მოთამაშეების დამატებას კვლავაც შეეცდებიან.

Sky Sports-ის ცნობით, "ალ-ჰილალი" მზადაა ლიონელ მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელად აქციოს.

კლუბს შეუძლია არგენტინელს წელიწადში 200 მილიონ ფუნტზე მეტი შესთავაზოს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრში" იღებს.

ლიონელ მესი ამჟამად "პსჟ"-ში თამაშობს. არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი პარიზულ გუნდთან ივნისის ბოლომდეა გათვლილი.