"ძალიან არ მომეწონა როგორც ვიქცეოდი", - ლეო მესიმ მუნდიალიდან უსიამოვნო ეპიზოდი გაიხსენა
არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლეო მესიმ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ საკუთარ საქციელზე სინანული გამოთქვა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, მესიმ მეტოქე გუნდის შემტევს, ვაუტ ვეგჰორსტს „სულელი“ რამდენჯერმე უწოდა, ასევე, „ალბისელესტეს“ კაპიტანმა ლუი ვან გაალი სათამაშო სტილის გამოც გააკრიტიკა.
„ვიცოდი, რეებს ლაპარაკობდნენ მათი ფეხბურთელები მატჩის წინ. ვიცოდი, რას ლაპარაკობდა ვან გაალიც. ზოგი თანაგუნდელი მეკითხებოდა: „გაიგე, რა თქვეს?“
საბოლოოდ, ძალიან არ მომეწონა, როგორც ვიქცეოდი, მითუმეტეს როცა მეტოქეს დავუყვირე „გაიარე აქედან“ და ასე შემდეგ.
თუმცა, ასეთ მომენტებში ემოციები გაწვება, ძალიან დაძაბული ხარ და ყველაფერი სწრაფად ხდება. მოხდა ის, რაც მოხდა. არ მომწონს ასეთი ქცევა, მაგრამ ხდება ხოლმე.“ - აღნიშნა ლეომ.