ავტორიზაცია

ცნობილია, რაზე ვერ თანხმდებიან პსჟ და ინტერი შკრინიარის თაობაზე

ცნობილია, რაზე ვერ თანხმდებიან პსჟ და ინტერი შკრინიარის თაობაზე
თარიღი 30 იან 2023, 23:56
„პსჟ“ „ინტერს“ მილან შკრინიარის ტრანსფერზე ვერ უთანხმდება.

სლოვაკმა მცველმა დაადასტურა, რომ „პსჟ-სთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდს ზაფხულში უფასოდ შეუერთდება, თუმცა პარიზელები იანვარშივე ცდილობენ ტრანსფერის გაფორმებას.

RMC Sports-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოლინსის ინფორმაციით, პარიზელები „ინტერს“ 15 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა „ნერაძური“ 20 მილიონს ითხოვს, რაზეც კლუბები ვერ თანხმდებიან.

სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად ხვალ იხურება და მხარეებს შორის ახალი მოლაპარაკებებია მოსალოდნელი.