ავტორიზაცია

ოფიციალურად: ევერტონმა ლამპარდის შემცვლელის ვინაობა დაასახელა

ოფიციალურად: ევერტონმა ლამპარდის შემცვლელის ვინაობა დაასახელა
თარიღი 31 Jan 2023, 00:03
„ევერტონმა“ ფრენკ ლამპარდის შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად დაასახელა.

გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ინგლისელი სპეციალისტი შონ დაიჩი დაინიშნა, რომელმაც გუნდთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2025 წლის ზაფხულამდე.

„დიდი პატივია ევერტონის მწვრთნელობა. ჩემი შტაბი მზად არის გუნდს სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმაროს და სწორ გზაზე დააყენოს. ვიცი „ევერტონის“ ვნებიანი ფანების შესახებ და რას ნიშნავს მათთვის კლუბი.“ - აღნიშნა დაიჩმა.

ამჟამად ლივერპულური გუნდი 15 ქულით ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილს იკავებს.

დაიჩმა მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში 258 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 72 მოიგო, 68-ჯერ ფრე ითამაშა და 118-ჯერ დამარცხდა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 1.11 ქულას უდრის.

51 წლის სპეციალისტი 2011-2012 წლებში „უოტფორდს“ წვრთნიდა, 2012-2022-ში კი „ბარნლის“.