ტრანსფერი დაიხურა - ჟორჟინიო არსენალში ითამაშებს
ლონდონის „ჩელსის" იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო, კარიერას თანაქალაქელ „არსენალში" გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის სრული შეთანხმება შედგა, „არსენალი" ფეხბურთელში 14 მილიონ ევროს გადაიხდის. „ჩელსიმ" ამ შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადა და კლუბებს შორის ამ ეტაპზე საბუთების გაფორმება მიმდინარეობს.
იტალიის ნაკრების ნახევარმცველი „მეთოფეებთან" კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმებს.
მხარეებს შორის პირველი კონტაქტები გუშინ შედგა, შეთანხმებას კი მხარეებმა დღეს მიაღწიეს.
ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი მიკელ არტეტამ შეასრულა, რომელსაც ჟორჟინიო ძალიან მოსწონს.